პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი: მინდა ჩვენს და ქოცებს შორის სხვაობა განახოთ. ილია თოფურიამ არაერთხელ დააფიქსირა კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების მიმართ, მაგრამ დღეს ვნახეთ როგორ ჩაიხუტა კალაძემ… ჩვენ თუ ვინმე გვაწყენინებს მაშინვე მიწაში ვდებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„მინდა ჩვენს და ქოცებს შორის სხვაობა განახოთ. ჩვენ თუ ვინმე გვაწყენინებს მაშინვე მიწაში ვდებთ, ანათემას გადავცემთ და მერე ვკითხულობთ, უი მერყევი ნაწილიც კი არ მოდის ჩვენსკენ.

არადა წინა დღით დავანახეთ მიწაში როგორ ჩავდეთ ადამიანი, რომელიც უბრალოდ ისეთი მკვეთრი არ იყო განცხადებაში, როგორიც გვინდოდა ყოფილიყო.

გააკეთებს ვინმე განცხადებას და ვიწყებთ, აუუუ სთორი კი არა ჩამოვიდეეს აქ დადგეს! ძმაო ხანჯალს ვერ ვხედავ განცხადებაში.

ილია თოფურიამ არაერთხელ დააფიქსირა მკვეთრად კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების მიმართ, მაგრამ დღეს ვნახეთ როგორ ჩაიხუტა კალაძემ. აჩვენებენ საკუთარ ბაბლს, რომ ყველა წარმატებული ადამიანი მათთანაცაა.

გვესმის სანქციები და ვიწყებთ ქვეყნების დაწუნებას, ამბის ისე მიღებას გეგონება ძალიან მნიშვნელოვანი არ იყოს, ისინი შეხვდებიან ვიღაც მეასე ხარისხოვან დიპლომატს და წარმატებად ასაღებენ.

კობახიძის რენდომ ფოტოებს ბუსტავს პროპაგანდა და ჩვენ არ ვიმჩნევთ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს, რაც ჩვენებს აქვთ.

სორი გაიზ, მაგრამ უნდა მეთქვა.“

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა