პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმად საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში, ვერ მიიღებენ პოლიტიკურ თანამდებობასა და აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა.
აღნიშნული კანონპროექტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით საუბრობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. მათი შეფასებით, ცვლილებები გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ გარემოს და აღკვეთს პოლიტიკაში რადიკალურად განწყობილი ექსტრემისტული ჯგუფების არსებობას, რომლებიც გამუდმებით უქმნიან საფრთხეს სახელმწიფოებრიობას.
Facebook Comments Box