პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი ევროპაში, ტრამპთან შესახვედრად, ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებისთვის „უხერხული“ იქნება, თუმცა პერსპექტივებსაც არ არის მოკლებული, აღნიშნა Reuters-თან საუბარში ერთ-ერთმა ანონიმურმა ევროპელმა ჩინოვნიკმა. „თუ ტრამპს რამე გამოუვა, დაე, იმოქმედოს“, – დასძინა მან.
ბრიუსელის ცენტრის Red Snow Consulting-ის ანალიტიკოსმა, ბოტონდ ფელედიმ, დაამატა, რომ პუტინისთვის სამიტი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სიმბოლური გამარჯვება და „დარტყმა იქნება მზის წნულში ევროპისთვის“. ესპანური გაზეთი El País ასევე აღნიშნავს, რომ ევროპელი ჩინოვნიკები მომხდარში „ევროკავშირის მიმართ უგულებელყოფას“ ხედავენ.
გარდა ამისა, ევროპელმა დიპლომატმა El País-ს განუცხადა, რომ შეხვედრის ადგილად ბუდაპეშტის არჩევამ, შეიძლება, არამხოლოდ „რუსეთს მოუტანოს სარგებელი“, არამედ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსაც „უზარმაზარი სამსახური გაუწიოს“ 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
ამასობაში, ევროპაში ტრამპს შესთავაზეს, უკრაინისთვის შეადგინოს გეგმა, იმის მსგავსი, რომელიც მან ღაზას სექტორში სიტუაციის მოსაგვარებლად წარმოადგინა. როგორც Axios იტყობინება, ინიციატივით ბრიტანეთის პრემიერი სტარმერი გამოვიდა. ნატოს გენერალური მდივნის რუტეს ოფისში კი დასძინეს, რომ ის უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობისა და მისი ფუნქციონირების შესახებ.