„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი მიესალმება გერმანიის მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის საქმიანობით დაინტერესებას. ელჩის მიმართ ბერლინში კითხვები აქვთ როგორც მის საქმიანობასთან, ასევე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ ყველა, ვინც არღვევს ქვეყნის შიდა დაა საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს, ვალდებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა იტვირთოს.
„მე მივესალმები მათ ამგვარ გადაწყვეტილებას. ყველამ უნდა აგოს პასუხი, როგორც საქართველოს საშინაო კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის დარღვევისათვის,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა სეფაშვილმა.
Facebook Comments Box