მთვარეზე დასახლებული პუნქტები, შესაძლოა, 2040-2050 წლისთვის გაჩნდეს — მას შემდეგ, რაც იქ წიაღისეულის მოპოვება დაიწყება, — ამტკიცებენ ექსპერტები.
კოსმოგეოლოგმა კირბი რანიონამ განაცხადა, რომ მთვარეზე ადამიანის სიცოცხლისთვის ყველა საჭირო რესურსია, მათ შორის, იშვიათ მიწათა ლითონები. მან ამ რესურსების, ისევე როგორც მთვარის სხვა პროექტების მოპოვების ღირებულება ასობით მილიარდ დოლარად შეაფასა, რომელსაც ერთობლივად დააბანდებენ „ერები და კორპორაციები“.
ამავდროულად, რანიონა შიშობს, რომ მთვარე გავლენის სფეროებად დაიყოფა და თანამგზავრის რესურსების ფლობისთვის ქვეყნებს შორის შეჯიბრი დაიწყება.
„ვფიქრობ, რომ ქვეყნები მომავალში შეეცდებიან მთვარეზე ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენებას და ეს სამწუხაროა“, — აღნიშნა პლანეტარულმა გეოლოგმა.
Facebook Comments Box