პოლიტიკა

ზუკა რურუა: აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ის პირი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული

x

“აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ის პირი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“  „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„ზოგიერთი პოლიტიკოსი ახლა უკვე ამის წინააღმდეგ მიდის, ზოგი დემონსტრანტიც იმიტომ, რომ შეეშინდათ და პროცესებს გაემიჯნენ. ვნახეთ ბევრის ასეთი ქცევა. რაც მთავარია გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად და ეს ძალიან კარგია. აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ის პირი, ვინც ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული. ჩვენ ვნახეთ ბევრი ვიდეოკამერით გადაღებული მოკლე და პატარა ინციდენტები, თუ როგორ ესხმიან თავს შსს-ს თანამშრომლებს ხელკეტებით. როგორ მიდის ძალადობა მათ წინააღმდეგ. ამიტომ, ვფიქრობ ძალიან ეფექტურად მოქმედებს შსს ამ მხრივ და ეს აუცილებლად უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი, რათა არავის გაუჩნდეს შემდეგში სურვილი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობის და ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანის“, – აღნიშნა ზუკა რურუამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა