პოლიტიკა

შსს-ს გამაფრთხილებელი განცხადების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გაათავისუფლეს

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მომიტინგეებმა, რომლებსაც საავტომობილო გზა გადაკეტილი ჰქონდათ, სავალი ნაწილი გაათავისუფლეს.

აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა იყო მცირე და მათ გზა ხელოვნურად ჰქონდათ გადაკეტილი. უწყებამ მომიტინგეებს შეახსენა ახლად ამოქმედებული კანონი და მოუწოდა მათ, რომ დაეცვათ კანონის მოთხოვნები და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, 15 წუთის განმავლობაში გაეხსნათ სავალი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო იმოქმედებდა კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში.

ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმაც მიმართეს, რომ გზის ხელოვნური გადაკეტვა კანონით დაუშვებელია და მოუწოდეს, საავტომობილო გზა გაეხსნათ. მომიტინგეები მოთხოვნას დაემორჩილნენ და საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ ქვეითთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა