პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის, ისეთი ვიდეოს დაფინანსება, რომელიც აღვივებს ხალხში აგრესიას, ძალადობისკენ მისწრაფებას და ხელს უწყობს პოლარიზაციას

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებულ ვიდეოს, რომელშიც აქტივისტი ნესტან ბაგაური ხელისუფლების მოშორებაზე საუბრობს და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს აკეთებს.

დეპუტატის თქმით, ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის, ასეთ ვიდეოს დაფინანსება.

„ვიდეო, რომელზეც შალვა პაპუაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა სიძულვილის ენის გამოვლენის ერთ-ერთი სტანდარტული და აშკარა მაგალითია. ვფიქრობ, ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის, რომ ასეთ ვიდეოს აფინანსებს და აღვივებს ხალხში აგრესიას, ძალადობისკენ მისწრაფებას და ფაქტობრივად, ხელს უწყობს პოლარიზაციას, რომელსაც, როგორც წესი, ევროკავშირი უნდა ებრძოდეს და ამის გადალახვა უნდა ხდებოდეს კონსტრუქციული დიალოგის და ჯანსაღი კრიტიკის, ურთიერთმოსმენის საფუძველზე,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა