პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – ქოცები სიამოვნებით ყლაპავენ ამ ქურდულ გარჩევას, როგორც სამართლიანობის ზეიმს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ 2009 წლის კრიზისის დროს მას ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაუგზავნა.

მიხეილ საკაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი მას პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას სთავაზობდა.

„ეს ადრე არასდროს მომიყოლია –  2009 წელს ჩემი მთავრობის წინააღმდეგ გაიმართა რამდენიმე თვიანი აქციები. ქალაქის ცენტრი კარვებით გადაიკეტა. როგორც ცოტა უფრო გვიან გაირკვა, ამ გამოსვლებს ივანიშვილი აფინანსებდა.

ჩვენ გადავწყვიტეთ არანაირი ძალა არ გამოგვეყენებინა, რაღაც დროის შემდეგ აქციები აშკარად მილევისკენ წავიდა და ამ დროს ივანიშვილმა გამოგვიგზავნა წერილი (როგორც წესი დაბეჭდილ, ხელმოუწერილ წერილებს თავისი ერთ-ერთი თანაშემწის, ჩრდილელის ხელით აგზავნიდა).

ამ წერილში ის წერდა, რომ ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ ქვეყანაში სიტუაციას და როგორც გამოსავალს გვთავაზობდა, მისი თანამშრომლის პრემიერ -მინისტრად დანიშვნას, რომელმაც საფრანგეთში მიიღო განათლება და რომელსაც ივანიშვილი ენდობოდა. გვარი არ იყო დაკონკრეტებული თუმცა ადვილი მისახვედრი იყო.
დღეს ამ “სანდო თანამშრომელთან” მოპარული ფული ვერ გაუყვია და ყველას დასანახად უწყობს ქურდულ გარჩევას.

დიახ, დღეს რაც ხდება სწორედ ქურდული გარჩევაა და სხვა არაფერი. ქოცები, რომელთაც მეხსიერება სილქნეტზე უფრო მოკლე აქვთ, სიამოვნებით ყლაპავენ ამ ქურდულ გარჩევას, როგორც სამართლიანობის ზეიმს.

ამ ხალხთან საერთო სამშობლო საერთოდ რანაირად გვაქვს – მართლა ბედი არ გინდა! 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა