„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქსავიე ბატელის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას: „საქართველოს არჩეული აქვს ევროპული მომავალი, ახლა არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა, თუ ეს ასე არ არის, ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ქადაგიძის თქმით, ქსავიე ბატელის განცხადება ნათელი მაგალითია, თუ რა შედეგი აქვს ხისტ, უკომპრომისო და პრინციპულ პოზიციას.
„გონს მოდიან? არა, საქართველოს პრინციპულმა პოზიციამ და სუვერენიტეტისათვის უკომპრომისო ბრძოლამ გაუნათა თვალსაწიერი. ყველა ბინძური მეთოდი და პროვოკაცია სცადეს ევრო-ბიუროკრატებმა, რომ რამენაირად გაეტეხათ საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება, ქართველი ხალხის ნება და შედეგზე ვერ გავიდნენ. შესაბამისად, სხვა გზაც აღარ დარჩათ – ან შეცვლიან „პლასტინკას”, ან არადა, საკუთარი თავის დაზიანებას შეუქცევად პროცესად აქცევენ. ახლა ხვდებით, რა შედეგი აქვს ხისტ, უკომპრომისო და პრინციპულ პოზიციას? ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოუწევთ აღიარება და ასე, ეტაპ-ეტაპ გამოლაგდება ყველა!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.