პოლიტიკა

ლევან სანიკიძე – ქოცებზე უარესებად მიმაჩნდით და მიმაჩნიხართ, გერმანიაში გაქცეული ლიდერის მოთაყვანე გოგონებო

გახარიას ლუზერთა რაზმი ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა, თბილისმა პანღური დაადო, „ნაცებმა“ მათივე ამომრჩევლის ნახევარი გადავურწმუნეთ, ლიდერი ემიგრაციაში გაიხიზნა – ადგნენ და ბიძინას ბოსელში შეგოგმანდნენ. ჩვეულებრივი მეორე ტურის „ქოცები“ არიან, გადამწყვეტ მომენტში ისევ ბიძინას ამბორი ურჩევნიათ ხალხთან ერთად დგომას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საინტერესოა, რას ფიქრობს „ლელო“ იმ ხალხზე, რომელთან ერთად დგომასაც დიდ ქართულ გაერთიანებად ასაღებდა.

„ევროქოცების ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი დაგვიშვია. პარლამენტის წევრების, ფრაქციის თანამშრომლების და პარლამენტის წევრის ასისტენტების ხელფასებზე ხართ დახურდავებულები, ძვირფასო თანამოქალაქეებო. „ქოცებზე“ უარესებად მიმაჩნდით და მიმაჩნიხართ, გერმანიაში გაქცეული ლიდერის მოთაყვანე გოგონებო – ღიად სამშობლოს ღალატი უფრო ნაკლები საფრთხეა, ვიდრე ის რაც თქვენ ჩაიდინეთ.

პ.ს. ცალკე საინტერესოა, რას ფიქრობს „ლელო“ იმ ხალხზე, რომელთან ერთად დგომასაც ფარნავაზი-ქუჯის შემდეგ ყველაზე დიდ ქართულ გაერთიანებად გვასაღებდით?“ – წერს სანიკიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა