პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: 2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიᲨზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაშთია. 2025 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის Შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა. 2025 წლის 1 იანვარს 1.4 მილიარდი ლარი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი, 20 ოქტომბერს 2.8 მლრდ ლარია, – წერს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, ნიკა ობოლაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს ისტორიულ რეკორდზეა, მშპ კი ერთ სულ მოსახლეზე ისტორიაში პირველად, 10 000 აშშ დოლარს გადააჭარბებს. ობოლაძე განმარტავს, რომ ეკონომიკა პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე დიდ გავლენას ახდენს, რასაც ხელისუფლების ოპონენტები არ იმჩნევენ.

“2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაშთია. 2025 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა. 2025 წლის 1 იანვარს 1.4 მილიარდი ლარი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი, 20 ოქტომბერს 2.8 მლრდ ლარია. 500 მლნ $ -ად ოქრო რომ იყიდა ერ. ბანკმა, ახლ იმ ოქროს ფასი 900 მლნ $-ს აჭარბებს და წლის დასაწყისიდან დღემდე რეზერვები 1.5 მლრდ $-ით, 5.5 მლრდ $ მდე არის გაზრდილი. თუმცა არის ეკონომიკური ზრდის შენელება და ზოგიერთი გადასახადი საპროგნიზო მაᲩვენებელზე მცირედით ნაკლები ამოვიდა, ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები არ არის. 3 წელი დაბალი მაჩვენებლის ფონზე, ზომიერად გაზრდილი ინფლაცია საბიუჯეტო შემოსავლებს აწი მხოლოდ დაეხმარება. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს ისტორიულ რეკორდზეა. 2025 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ისტორიაში პირველად 10 000 $ გადააჭარბებს. ამას ვწერ იმიტომ რომ ‘აბა ომი გინდათ’-ის გარდა, ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და ჩვენ არც ამას ვიმჩნევთ.” – წერს ნიკა ობოლაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა