ევროპელი პოლიტიკოსები არ არიან დაინტერესებული იმით, შეძლებენ თუ არა ბუდაპეშტში დაგეგმილ აშშ-რუსეთის შეხვედრაზე უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სიიარტოს თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს შეხვედრა საერთოდ არ შედგეს.
„ევროპელები არ არიან ორიენტირებული და არც დაინტერესებული იმით, მოიტანს თუ არა ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტი მშვიდობას. დღევანდელი გამოსვლებიდან შემიძლია, დავასკვნა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს სამიტი საერთოდ არ შედგეს. იმის ნაცვლად, რომ ბედნიერები იყონ აშშ-რუსეთის კიდევ ერთი სამიტით, იმის ნაცვლად, რომ უხაროდეთ მშვიდობისკენ შესაძლო კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმა, ამ ყველაფრის ნაცვლად, ევროპელი პოლიტიკოსები კვლავაც მხარს უჭერენ ომის გაგრძელებას და გაჭიანურებას“, – განაცხადა სიიარტომ.