პოლიტიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013 / 2030 წლების  რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის  პროგრესით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა  2030 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა

ეკონომიკური კეთილდღეობა იზომება ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) სიდიდით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013 / 2030 წლების  რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის  პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.

  1. სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 2024 / 2025 წლებში ჯამში18,7%-ით იზრდება. რითაც მსოფლიოში ორწლიანი ზრდის ტემპით გადის მეორე ადგილზე გაიანას შემდეგ. 
  • 2024 / 2030 წლებში კეთილდღეობის ამ მაჩვენებლის პროგრესით საქართველო ევრაზიაში პირველ ადგილს დაიკავებს. ამ 7-წლიან პერიოდში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე52,5%-ით იზრდება. მეორე ადგილზე ზრდის ტემპით ჩვენს კონტინენტზე ინდოეთი გადის, რომლის ეკონომიკა 2024 / 2030 წლების პერიოდში ერთსულზე 46%-ით იმატებს. 
  • რაც შეეხება ისტორიულ პროგრესს იმ პერიოდიდან, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, (ანუ2012 წლის შემდეგ), სავალუტო ფონდის შეფასებით, 2013 / 2025 წლებში ერთ სულზე რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 2013 / 2030 წლების ხანგძლივი 18- წლიანი პროგრესით კი მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მკვიდრდება და ევრაზიაში პირველ ადგილზე გადის. სავალუტო ფონდის შეფასებით, 2013 / 2030 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე მთლიანობაში 160%-ით იმატებს, მას მოსდევს ჩინეთი, რომლის მაჩვენებელი 150%-ით იზრდება. 
  1. 2024 / 2030 წლებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანი (GDP per capita PPP) ნომინალური ეკონომიკის 7-წლიანი ზრდის ტემპით საქართველო ევრაზიაში პირველობს. ამ პერიოდში კეთილდღეობის ეს მაჩვენებელი საქართველოში 75%-ით იზრდება და 2030 წლისთვის 43 560 დოლარს გაადააჭარბებს. ევრაზიაში მეორე ადგილზე  7-წლიანი ზრდის ტემპით ინდოეთია, რომლის მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე  2024 / 2030 წლებში 67%-ით უმჯობესდება. 
  • რაცშეეხებაისტორიულპროგრესსიმპერიოდიდან, როდესაცქართულიოცნებახელისუფლებაშია, (ანუ2012წლისშემდეგ), სავალუტოფონდისშეფასებითროგორც2013 / 2025, ისე  2013 / 2030  წლებშიერთსულზემსყიდველუნარიანიეკონომიკისზრდისტემპითსაქართველომსოფლიოსსაუკეთესოსამეულშია, დაამხანგძლივიისტორიულიდასაპროგნოზოპროგრესითევრაზიაშიპირველადგილსიკავებს. ფონდისშეფასებით2013 / 2025 წლებშისაქართველოსმყიდველუნარიანიეკონომიკაერთსულზეგასამმაგებასგანიცდისდა2025 წლისთვის31 000 დოლარსგადააჭარბებს
  1. ფონდის შეფასებით, საქართველოს  რეალური ეკონომიკა 2025წელს 7,2%-ით იზრდება, ხოლო ამერიკულ დოლარში ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი ორნიშნა მაჩვენებელი, 10,7%-ი გახდება და ერთ სულ მოსახლეზე ისტორიაში პირველად გადააჭარბებს 10 000 დოლარს. ფონდის პროგნოზით, 2025წელს საქართველოს ეკონომიკა  ერთ სულზე 10 126 დოლარს მიაღწევს, 2030 წლისთვის კი 13 500 დოლარს გააჭარბებს, რაც ამ პერიოდიდან  მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პერსპექტივას რეალურს ხდის.   
Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა