პოლიტიკა

„ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი“ – მიხეილ სააკაშვილი გახარიაზე 

სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! – გახარია რუსეთში კარიერის საკეთებლად წავიდა მაშინ, როცა რუსეთის და საქართველოს ურთიერთობა იყო ძალიან ცუდი. 2008 წლის შემდეგ პერიოდზე მოდის მისი რუსული კარიერის პიკი,-ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გახარია ყოველთვის იყო რუსეთის აგენტი და ბიძინა ივანიშვილის პროექტი.

„ რატომ არავინ დაფიქრდა თუ როგორ აღმოჩნდა ის ივანიშვილთან წამყვან თანამდებობებზე, რატომ თხრიდა ის ქართველებს თვალებს რუსი გავრილოვის დასაცავად? რატომ არავინ არ დასვა კითხვა თუ რატომ არ დაიჭირა ის ივანიშვილმა და რატომ გაუშვა წყნარად გერმანიაში. რატომ არავის არ გაახსენდა, რომ ივანიშვილი მუდმივად გვპირდებოდა – სწორი ოპოზიციის შექმნას, დაახლოებით როგორც თავის დროზე თურქმენბაშმა ოფიციალურად დანიშნა “ოპოზიცია”.

გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი. რატომ არ სვამთ კითხვას, კი მაგრამ ხომ შეუწყვიტეს გახარიას “პარლამენტის” წევრებს უფლებამოსილება ოფიციალურად და ახლა როგორღა შედიან უკანონო პარლამენტში თუ ეს ივანიშვილთან წინასწარ შეთანხმება არ იყო. ძნელია არ დაინახო, რომ გარდა რუსული წარმომავლობისა, გახარიას ქოცებთან აერთიანებს ერთი მთავარი თვისება – უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა.

ახლა იდეალურ სიტუაციაში ვართ, ვინაიდან ყველაფერი გაცხადდა და ვინც კიდევ აგრძელებს თავის გასულელებას, იმას აწი აღარაფერი ეშველება. სინამდვილე ისაა, რომ მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ ივანიშვილმა მათი პირობები შეუსრულა და გახარიას უბრძანეს პარლამენტში შესვლა. ამ სუბიექტზე ყოველთვის ძალიან მყარი აზრის ვიყავი და როგორც ყველა სხვა საკითხზე, ეს აზრი ახლაც არ შემიცვლია. რისთვის სჭირდებათ ივანიშვილს და მის პატრონებს გახარია პარლამენტში? მას შემდეგ რაც ივანიშვილი ნამდვილ პოლიტიკურ პროცესს მისი ჭკუით მოკლავს რეპრესიებით და პარტიების აკრძალვით, მას მაინც დასჭირდება პოლიტიკური პროცესის იმიტაცია, რათა საზოგადოების უკმაყოფილების რაღაც ნაწილი გაახმოვანოს გახარიას ლოიალურმა ოპოზიციამ და ამით ყურადღება გადაიტანონ ყველაზე მწვავე პრობლემებიდან. ამით ივანიშვილი ფიქრობს კიდევ რამდენიმე წელის მოგებას. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ!“,-წერს სააკაშვილი.



Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა