პოლიტიკურად, ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ რკინიგზის ტრანზიტი თურქეთსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, ასევე თურქეთსა და აზერბაიჯანის ძირითად ნაწილს შორის, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ამ მონაკვეთებზე რკინიგზას სჭირდება შეკეთება ან რეკონსტრუქცია და ტექნიკური პრობლემები ორ-სამ წელიწადში მოგვარდება.
„უახლოეს მომავალში სომხეთის ტერიტორიაზე მილსადენები და აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის ელექტროგადამცემი ხაზები გაივლის. უზრუნველყოფილი იქნება რკინიგზისა და საავტომობილო კავშირებიც. ეს ყველაფერი TRIPP (ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) პროგრამის ფარგლებში განიხილება. ასევე ვაწარმოებთ შესაბამის მოლაპარაკებებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ასევე ვმუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ შეთანხმებების განსახორციელებლად“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.