პოლიტიკა

 „26 ოქტომბერს ვნახოთ, ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა“ – ელენე ხოშტარია 

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში მოქალაქეებს 26 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია “ვერცერთი ხრიკით“ ვერ მოიპოვა და გიორგი გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლაც მათთვის “ასეთივე უიმედოა“.

„ხელისუფლებამ ვერცერთი ხრიკით ვერც ლეგიტიმაცია მოიპოვა და არც პროვოკაცია გამოუვიდა. რას არ ხლართავენ, მაგრამ ვერა და ვერა. ზუსტად ასეთივე უიმედოა გახარიას პარლამენტში შესვლა.

მთავარია, წინააღმდეგობა გაუტეხელია და 26 ოქტომბერს ვნახოთ, ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა! მსვლელიბა რესპუბლიკის მოედნიდან, 26 ოქტომბერი, 19:00 საათი, რუსთავის ქალთა ციხე21/10/25“,- წერს ხოშტარია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა