პოლიტიკა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სენატის სახელმწიფო უშიშროებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა აშშ-ის სენატის სახელმწიფო უშიშროებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რესპუბლიკელ სენატორ რენდ პოლთან, რომელიც ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა, ჯანმრთელობის შრომისა და პენსიების, ასევე მცირე ბიზნესისა და წარმოების კომიტეტების წევრია. 

შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივებს. ასევე განიხილეს რეგიონში განვითარებული მოვლენები, სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობა და საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში არსებული აქტუალური საკითხები. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა