„პრაქტიკულად, რევოლუციის ხუთი მცდელობა იყო, რომ ძალადობრივი გზით შეცვლილიყო ის ხელისუფლება, რომელიც გარე ძალებს არ აწყობთ, რადგან არის პრინციპული და იცავს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს“, – ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რადიკალური ოპოზიციის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მცდელობის შესახებ თემაზე კომენტირებისას.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი აგენტურისა და მათი პატრონების „შეიარაღებაში“ ბოლო შესაძლებლობაა, მაგრამ, საზოგადოება უკვე კარგად ხედავს, თუ რასთან გვაქვს საქმე და ამ „გასროლასაც“ არ ექნება რადიკალებისთვის სასურველი შედეგი.
„როცა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ცდილობდა ხელისუფლება, რადიკალური ოპოზიცია არაერთ ვიზიტს ახორციელებდა საზღვარგარეთ, რომ ეს რამენაირად ჩაშლილიყო. ამას, ღიად, საკუთარ განცხადებებშიც აფიქსირებდნენ. ვიზალიბერალიზაციის საკითხი აგენტურისა და მათი პატრონების „შეიარაღებაში“ ბოლო შესაძლებლობაა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საზოგადოება უკვე კარგად ხედავს, თუ რასთან გვაქვს საქმე და ამ „გასროლასაც“ არ ექნება რადიკალებისთვის სასურველი შედეგი“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.











