პოლიტიკა

პუტინი ალიევს შერიგების შემდეგ პირველად ესაუბრა

პუტინი ალიევს მოსკოვისა და ბაქოს შერიგების შემდეგ პირველად ესაუბრა,-ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა. ეს იყო პრეზიდენტების საუბრის გაგრძელება, რომელიც დსთ-ს სამიტზე, ტაჯიკეთში, 9 ოქტომბერს გაიმართა.

პუტინმა და ალიევმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე დაადასტურეს ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროში ერთობლივი პროექტების შემდგომი განვითარების სურვილი.

გარდა ამისა, პუტინი და ალიევი შეეხნენ „რეგიონული თანამშრომლობისა და საერთაშორისო სიტუაციის ზოგიერთ ასპექტს“ და შეთანხმდნენ, რომ კონტაქტები გაგრძელდება, დასძინეს კრემლში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა