„არა ომს, არა ომს, არა ომს! მხოლოდ მშვიდობა, მხოლოდ მშვიდობა, მხოლოდ მშვიდობა! სამუდამოდ, სამუდამოდ, სამუდამოდ! არა შეშლილ ომს! გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ! მხოლოდ მშვიდობა! მშვიდობა სამუდამოდ!“ – განაცხადა მადურომ პროფკავშირებთან შეხვედრაზე. ვენესუელის პრეზიდენტის გამოსვლის ფრაგმენტი YouTube-არხმა Firstpost-მა გამოაქვეყნა.
ამ ფონზე, CNN იუწყება, რომ ტრამპი განიხილავს ვენესუელის შიგნით კოკაინის წარმოების ობიექტებსა და ნარკოტრაფიკის მარშრუტებზე თავდასხმის გეგმას. თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, განუცხადა არხს სამმა ოფიციალურმა პირმა.
Facebook Comments Box











