პარტია” ხალხის ძალის წევრი დავით ქართველიშვილი უნგრეთში დაგეგმილი სამიტის დროებით გადადებასა და მისგან მოსალოდნელ შედეგებს კონსერვატიულ პორტალზე “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ეხმიანება.
“უდიდესი კოლექტიური ძალისხმევით ეს სამიტი ჩაიშალა –„გადაიდო“თუმცა, არაა გამორიცხული „უნგრეთის ქანქარამ“ მაინც შეასრულოს თავისი როლი ამ ისტორიულ მოვლენებში. უფრო სწორად – იმ „ავსტრო-უნგრეთის“ სარტყლის რეინკარნაციამ, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება”- აღნიშნა ექსპერტმა და ისაუბრა იმ ბენეფიტებსა და მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რაც ცენტრალური ევროპის სუვერენიტეტის გაძლიერებას მოჰყვება.
“კოლექტიური ევრობიუროკრატიისთვის ბუდაპეშტის სამიტი (რომელიც როგორც მინიმუმ გადაიდო) არა იმდენად „რუსეთ-უკრაინის“ კონფლიქტის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯის თვალსაზრისით იქნებოდა კოშმარული, რამდენადაც უნგრეთის ახალ საფეხურზე წარმოჩენის სახით, საიდანაც ევროკავშირის სამომავლო ტრანსფორმაციის „ყურები“ გამოჩნდებოდა, ანუ: „ბუდაპეშტი-2025“, როგორც „იალტა-2“. უდიდესი კოლექტიური ძალისხმევით ეს სამიტი ჩაიშალა –„გადაიდო“, როგორც ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბრძანა. თუმცა, არაა გამორიცხული „უნგრეთის ქანქარამ“ მაინც შეასრულოს თავისი როლი ამ ისტორიულ მოვლენებში. უფრო სწორად – იმ „ავსტრო-უნგრეთის“ სარტყლის რეინკარნაციამ, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება. დიახ, თუ ავსტრია მართლაც შეუერთდება პოლიტიკურ ბანაკს, რომელსაც ტრადიციულად „ახალ ავსტრო-უნგრეთად“ (ბუდაპეშტი-ბრატისლავა-პრაღა-ვენა) მოიხსენიებენ, ამას აუცილებლად მოჰყვება: ცენტრალური ევროპის იდენტობის აღორძინება – ასეთი ბლოკის გაჩენა ნიშნავს ცენტრალური ევროპის ღერძის ინსტიტუციონალიზაციას, რომელიც ბრიუსელის უნივერსალიზმს ეწინააღმდეგება.
ეს არ იქნებოდა ყოფილი იმპერიის პირდაპირი „აღდგენა“, არამედ რეგიონის კულტურული და პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის საკუთარ ხელში დაბრუნება – დასავლეთ ევროპის დიქტატების გარეშე.
მთავარი იდეა: „ცენტრალური ევროპა არ არის ევროპის პროვინცია, არამედ დამოუკიდებელი ცივილიზაციაა გერმანულ დასავლეთსა და აღმოსავლეთ ევრაზიას შორის“. პოლიტიკური და ეკონომიკური კონცეფცია – „რეგიონების სუვერენული ევროპა“. ასეთ სარტყელს შეეძლო ევროკავშირის ახალი მოდელის წახალისება: ფედერალიზმის უარყოფა და „ინტეგრაციის გაღრმავება“; ეროვნული პარლამენტებისა და კონსტიტუციების პრიორიტეტულობის დაბრუნება; დაწესებული მიგრაციის კვოტების, კლიმატის შეზღუდვების და გენდერული კვოტების უარყოფა; აღმოსავლეთთან (მათ შორის, ჩინეთთან და ბალკანეთთან) ეკონომიკური დაახლოება აშშ-ის სანქციებზე დამოკიდებულების გარეშე. ავსტრიას შეუძლია დიპლომატიური ხიდის როლი შეასრულოს: მას ნეიტრალიტეტის ტრადიცია და მყარი კავშირები აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე რუსეთთან და ბალკანეთთან.
ინსტიტუციური წინააღმდეგობა ბრიუსელის მიმართ – თუ კონსერვატიული ქვეყნების ეს ბლოკი თავის პოზიციას კოორდინაციას გაუწევს: მათ შეუძლიათ დაბლოკონ ევროკავშირის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთსულოვნებას მოითხოვს (სანქციები, გადასახადების ჰარმონიზაცია, მიგრაციის პაქტები); მათ შეუძლიათ შექმნან ალტერნატიული რეგიონული ფორმატები – მაგალითად, „ვიშეგრადი+ავსტრია“, ან თუნდაც „ცენტრალური ევროპის საბჭო“; მათ შეუძლიათ აამოქმედონ „ეროვნული პარლამენტების კონფედერაციის“ მექანიზმი, სადაც ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები საკონსულტაციოდ მიიჩნევა. ამგვარად, ისინი ფაქტობრივად შექმნიდნენ მეორე ლეგიტიმაციას ევროკავშირში – ეროვნული სახელმწიფოების ევროპულ კავშირს ევრობიუროკრატიის წინააღმდეგ. იდეოლოგიური განზომილება – ეს სარტყელი გახდება „ევროპული კონტრგანმანათლებლობის“ ავანგარდი: ქრისტიანული საფუძვლების და ტრადიციული ოჯახის დაცვა; პოსტგენდერული იდეოლოგიისა და მიგრაციული მულტიკულტურალიზმის დაკისრებისადმი წინააღმდეგობა; ენერგეტიკული სუვერენიტეტის (ატომური, ქვანახშირი, გაზი) დაცვა; სოციალური სტაბილურობის ლიბერალურ მობილობაზე პრიორიტეტის მინიჭება. ბრიუსელისთვის ეს სერიოზული გამოწვევა იქნება, „დიპ სტეიტისთვის“ პრაგმატიკოსების არასასიამოვნო ალიანსი, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისთვის – ბერლინისა და პარიზისგან დამოუკიდებელი ახალი ლიდერობის შესაძლებლობა. გეოპოლიტიკური ბალანსი – ასეთი „ავსტრო-უნგრეთის სარტყელი“ შეიძლება გახდეს ბუფერი ევროკავშირის გერმანულ ბირთვსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგს (ბალკანეთი, უკრაინა) შორის; ხელი შეუწყოს რუსეთის მიმართ ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, „სტრატეგიული პრაგმატიზმის“ სულისკვეთებით; წინააღმდეგობა გაუწიოს რეგიონის ახალ კონფლიქტებში ჩათრევის მცდელობებს, პირველი მსოფლიო ომის ბედის და გარე ალიანსების გამო ევროპის განადგურების გახსენებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ავსტრია შეუერთდება ამ კონსერვატიულ-სუვერენულ ბლოკს, ის შექმნის არა იმდენად ახალი იმპერიის საფუძველს, რამდენადაც ახალ ცივილიზაციურ ღერძს, რომელიც გაერთიანებულია ისტორიული მეხსიერებით, პრაგმატიზმითა და კულტურული კონსერვატიზმით. ეს იქნება 21-ე საუკუნის ევროპაში პირველი მაგალითი, რომელიც არ ემორჩილება ბრიუსელს, არამედ მას თანასწორად ესაუბრება – ცენტრალური ევროპისა და არა მისი პერიფერიის სახელით. და ეს იქნებოდა იმავე საქართველოსთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ევროპული საინტეგრაციო ცენტრი,”- წერს დავით ქართველიშვილი.











