პოლიტიკა

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – საქართველოს სჭირდება ახალი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, ეს ერთადერთია, რაც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს

რეჟიმი, რომელსაც არც შიდა და არც გარე პოლიტიკური ლეგიტიმიცია არა აქვს, ცდილობს, საზოგადოებრივი ტერორის გზით გაამყაროს თავისი პოზიციები, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი საპარლამენტო არჩევნები.

„რეჟიმი, რომელსაც არც შიდა და არც გარე პოლიტიკური ლეგიტიმიცია არა აქვს, ცდილობს, საზოგადოებრივი ტერორის გზით გაამყაროს თავისი პოზიციები. ეს ტერორის კამპანია მხოლოდ დააჩქარებს რეჟიმის დასასრულს. საქართველოს სჭირდება ახალი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, ესაა ერთადერთი, რაც კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება არალგიტიმური ხელისუფლების მიერ ძალმომრეობით ქვეყნის მართვა, მით უფრო ძვირი დაუჯდება ეს ივანიშვილს“, – ნათქვამია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა