სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 ოქტომბერს გვიან ღამემდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნარჩუნდება წვიმიანი ამინდი. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექები, ზოგგან ელჭექი და ქარის გაძლიერება. შავ ზღვაზე დაფიქსირდება 2-3 ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ინტენსიურმა წვიმებმა შესაძლოა, გამოიწვიოს წყალმოვარდნები დასავლეთ საქართველოს მცირე მდინარეებზე, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან რეგიონებში – მეწყერულ-ღვარცოფიანი პროცესების გააქტიურება, თუმცა საფრთხის დონე ამ ეტაპზე დაბალია.
Facebook Comments Box











