საზოგადოება

მარიზი კობახიძე გარდაცვლილ ლაშა ბასლანძეზე: „დავწყევლე და უცბად მიეწია“

„დავწყევლე და უცბად მიეწია. ამ სიტყვების მერე აბა რას ვიზამდი. უსამშობლო ვის უწოდა ჩვენ?? ვინ დაასამარეს?? როცა დაბრუნდები შენიანებს გზა ასწავლე ჯოჯოხეთისკენ“,-ასე ეხმაურება პატიმარ თორნიკე გოშაძის დედა სამოქალაქო აქტივისტი „ქართული ოცნების“ მომხრე პროდიუსერის, ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას.

მარიზი კობახიძე სოციალურ ქსელში ლაშა ბასლანძის ბოლო პოსტის სქრინს აქვეყნებს, სადაც პროდიუსერი რადიკალ აქტივისტებს უსამშობლოებს უწოდებდა.

ცნობისთვის, გუშინ, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა. ბასლანძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და სოციალურ ქსელში აქტიურად უჭერდა მხარს მმართველ პარტიას. ის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს საპატიმროში იჯდა და საკუთარ თავზე გამოსცადა იმდროინდელი ციხის სისასტიკე.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა