აშშ-მა ოფიციალურად ამოიღო ბელარუსის ტიტულოვანი ავიაკომპანია თავისი სანქციების სიიდან, რაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შეტყობინებიდან ირკვევა.
„აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველო (OFAC) ბელარუსისთვის გასცემს გენერალურ ლიცენზიას № 12 „ოპერაციების სანქცირება, რომლებიც დაკავშირებულია გარკვეულ დაბლოკილ საჰაერო ხომალდებთან““, – ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.
აღნიშნული ლიცენზიის ფაილში ფიგურირებს სამი საჰაერო ხომალდი, რომლებიც დაკავშირებულია ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან და ბელარუსულ საწარმო „სლავკალისთან“:
- ბორტის ნომრით EW-001PA და სერიული ნომრით 33079;
- ბორტის ნომრით EW-001PB და სერიული ნომრით 33968;
- ბორტის ნომრით EW-001PH და სერიული ნომრით 31835.
ამ თვითმფრინავებისთვის, როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში განმარტეს, დასაშვებია „გამოყენება, მათ შორის მომსახურება, ფრენები და სხვა ტექნიკური და კომერციული ოპერაციები“.
ასევე სანქციები მოეხსნა თვითმფრინავ Bombardier Challenger 850-ს, სარეგისტრაციო ნომრით EW-301P, რომელსაც ბელარუსის მთავრობა სამსახურებრივი მიზნებისთვის იყენებს.
Facebook Comments Box











