აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2001 წლიდან 2009 წლამდე დიკ (რიჩარდ) ჩეინი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ჯორჯ ბუშ-უმცროსის დროს იკავებდა. ბუშ-უფროსის პრეზიდენტობის ადმინისტრაციაში 1980-იანი წლების ბოლოს ჩეინი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
ჩეინი ითვლებოდა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად და „ნულოვანი“ წლების ამერიკის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ წევრად.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი პნევმონიითა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული გართულებები გახდა.
ჩეინის 2012 წელს გულის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა.
Facebook Comments Box











