უცხოური მედია

“ბელა ცდილობს, ქართული ციხის კოშმარული დღეები დაივიწყოს, როცა მაკარონს ჩაიდანში ხარშავდა… – რას წერს The Sun

ორ­სუ­ლი ნარ­კო­კუ­რი­ე­რი ბელა მეი კალი, რო­მელ­მაც ყო­ფილ საბ­ჭო­თა ცი­ხე­ში ხუთი სა­ში­ნე­ლი თვე გა­ა­ტა­რა, სა­ბო­ლო­ოდ ბრი­ტა­ნე­თის­კენ გა­ემ­გზავ­რა. ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა The Sun წერს.

სტატიაში ნატქვამია, რომ 19 წლის ბელა თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში EasyJet-ის რე­ის­ზე რე­გის­ტრა­ცი­ი­სას შე­ნიშ­ნეს – მას ხელ­ში ზუს­ტად იგი­ვე კრე­მის­ფე­რი ჩე­მო­და­ნი ეჭი­რა, რომ­ლი­თაც 2025 წლის მა­ის­ში და­ა­კა­ვეს… მა­შინ, რო­დე­საც ქარ­თველ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მის ბარ­გში კა­ნაფს მი­აგ­ნეს.

და­კა­ვე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ ბე­ლას ჩე­მოდ­ნის ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, შიგ­ნით შავ ვა­კუ­უმ-პა­კე­ტებ­ში შე­ფუ­თუ­ლი £200,000 ფუნ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კა­ნა­ფი აღ­მოჩ­ნდა.

ბე­ლამ სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ ტა­ი­ლან­დი­დან სავ­სე ჩე­მოდ­ნის გა­და­ტა­ნა ნარ­კო­ბან­დამ აი­ძუ­ლა.

ბელა დღეს ლონ­დო­ნის ლი­უ­ტო­ნის აე­რო­პორ­ტში უნდა ჩაფ­რინ­დეს დე­დას­თან, 44 წლის ლა­ი­ენ კე­ნე­დის­თან ერ­თად. დაღ­ლი­ლი დედა-შვი­ლი რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე ბო­ლოს მი­ვიდ­ნენ – რე­ი­სის და­ხურ­ვამ­დე მხო­ლოდ 10 წუ­თით ადრე.

ლა­ი­ენ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და რომ “ბელა ისევ ძლი­ე­რი ემო­ცი­ე­ბით არის შე­პყრო­ბი­ლი, თვა­ლიც არ მო­უ­ხუ­ჭავს და მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სახ­ლში, მის ძმას­თან დაბ­რუ­ნე­ბაა“.

ამ­ბობს, რომ ბელა ცდი­ლობს ცი­ხის კოშ­მა­რუ­ლი დღე­ე­ბი და­ი­ვი­წყოს და ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყოს თა­ვის ბი­ჭუ­ნას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც შო­ბას უნდა გაჩ­ნდეს. ის აზი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს და­ორ­სულ­და, სა­დაც ტა­ი­ლან­დურ ნარ­კო­ბან­დას გა­და­ე­ყა­რა.

გო­გო­ნას და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, ქალ­თა მე-5 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 18-თვი­ა­ნი სას­ჯე­ლის მოხ­და ელო­და, თუმ­ცა პრო­კუ­რო­რებ­მა მის ად­ვო­კატ­სა და გა­ო­ცე­ბულ დე­დას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ჰუ­მა­ნუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო კა­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ.

ელა მეი კა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, გო­გო­ნა ცი­ხე­ში სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და “ოთახ­ში, სა­დაც ტუ­ა­ლე­ტის ნაც­ვლად ია­ტაკ­ში ხვრე­ლი იყო, მა­კა­რონს ჩა­ი­დან­ში ხარ­შავ­და, პურს კი სან­თელ­ზე ხუ­ხავ­და”.

ბე­ლას ქარ­თველ­მა ად­ვო­კატ­მა მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და: “ძა­ლი­ან უხა­რია, რომ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბით დას­რულ­და. დედა-შვილს წარ­მა­ტე­ბას უსურ­ვებს”.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა