უცხოური მედია

დემოკრატ-სოციალისტი ზოჰრან მამდანი ნიუ-იორკის მერის არჩევნებში ლიდერობს

🗽

როგორც „Associated Press“ (AP) იუწყება, ხმების 90%-ის დათვლის შემდეგ, ზოჰრან მამდანი ხმების 50.4%-ს აგროვებს. მეორე ადგილზეა ენდრიუ კუომო (41.6%), ხოლო მესამეზე — კერტის სლივა (7.1%).

დემოკრატ-სოციალისტის გამარჯვებას სხვა მედიასაშუალებებიც აცხადებენ.

ამგვარად, მამდანი ბოლო 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქალაქის ყველაზე ახალგაზრდა მერი ხდება, ხაზს უსვამს BBC.

თანამდებობაზე 1 იანვარს შესვლის შემდეგ, ის ასევე იქნება პირველი მუსლიმი მერი და პირველი აფრიკიდან წამოსული პირი ამ პოსტზე.

ქალაქის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში ნიუ-იორკის 2 მილიონზე მეტმა მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა, რაც მერის არჩევნებში ბოლო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეკორდული აქტივობაა, იტყობინება AP.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა