მეცნიერება

მეცნიერი, რომელმაც „ხანგრძლივი სიცოცხლის ცილა“ აღმოაჩინა, იძლევა რჩევებს დაბერების პროცესის შესანელებლად

როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გრენლანდიური ვეშაპის ორგანიზმში „ხანგრძლივი სიცოცხლის ცილა“ აღმოაჩინეს. ეს ცილა აღადგენს დაზიანებულ დნმ-ს, რაც დაბერებისა და სიმსივნეების მთავარი მიზეზია.

კვლევის წამყვანმა თანაავტორმა, დენის ფირსანოვმა, ინტერვიუში განაცხადა, რომ ცილის აღმოჩენა დიდი ნაბიჯია, თუმცა წლები და ხანგრძლივი ექსპერიმენტებია საჭირო იმის შესამოწმებლად, რამდენად ეფექტური იქნება ის ადამიანისთვის. ამის მიუხედავად, ეს ცოდნა უკვე ახლა შეიძლება იყოს სასარგებლო:

„ჩვენ ვეშაპებში აღმოვაჩინეთ სიცივით ინდუცირებული ცილის ძალიან მაღალი დონე, რომელიც სტრესთან გამკლავებასა და დნმ-ის აღდგენაში გვეხმარება. რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკვე ახლა? თეორიულად, მსუბუქ გაციებას შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ეფექტი. ცივი შხაპი, გრილ წყალში ცურვა ან კრიოთერაპია. გარდა ამისა, ამჟამად ძალიან პოპულარული კალორიების შეზღუდვა სხეულის ტემპერატურას ამცირებს. ამან ასევე შეიძლება გაზარდოს ამ ცილის რაოდენობა ჩვენს უჯრედებში. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჰიპოთეზებია. არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები. ეს ყველაფერი ექსპერიმენტულად უნდა შემოწმდეს“.

ფირსანოვის თქმით, ამ ექსპერიმენტების მიზანი არა უკვდავება, არამედ ჯანსაღი ცხოვრების გახანგრძლივებაა:

„უბრალოდ, ჯანმრთელობის გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას აზრი არ აქვს. სამაგიეროდ, დაბერების შენელება სასარგებლოა როგორც ადამიანისთვის, ისე საზოგადოებისთვის. თუ ასაკობრივი დაავადებების მქონე ადამიანთა რაოდენობა შემცირდება, ეს შეამცირებს დატვირთვას ჯანდაცვის სისტემაზე და ეკონომიკურად მომგებიანი იქნება“.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა