პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ხაზი გაესვა იმ ღირებულებით ერთობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ეკონომიკური პროექტების განვითარების საკითხს, რომელიც კარგია საერთო ინტერესებისთვის

ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა კონგრესმენებთან, რომლებიც საკმაოდ თბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა-  განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

სეფაშვილის თქმით, საუბარი შეეხო ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას. 

მისი თქმით, ის კითხვები, რომლებიც შეხვედრისას კონგრესმენების მხრიდან დაისვა, ადასტურებს იმ ინტერესს, რომელიც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. 

„აღსანიშნავია, რომ ჩვენ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და აქედან გამომდინარე არის საფრთხეები ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე. მით უმეტეს, იმ გარემოებაში, როდესაც მსოფლიო ფაქტობრივად ცეცხლის ალში არის გახვეული. ამ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული და ასევე, ხაზი გაესვა იმ ღირებულებით ერთობას, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო მომავალი ეკონომიკური ერთობლივი პროექტების განვითარების საკითხს, რომელიც არის კარგი საერთო ინტერესების განვითარებისთვის, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს უფრო მტკიცე პოლიტიკურ ურთიერთობებს, რაც შეიძლება აისახოს ახალი ტიპის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომლის ჩამოყალიბება თანდათან უფრო რეალურ კონტურებს იძენს. ამის შესახებ საკმაოდ დადებითი მოლოდინებია და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ამ მიმართულებით კიდევ უფრო ქმედითი და უფრო კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. 

აღსანიშნავია, რომ ყველა კონგრესმენს ჰქონდა გარკვეული კითხვები საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, მათი ეს კითხვები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ინტერესს, რაც მათ გააჩნიათ საქართველოს მიმართ და მე განვიხილავ ამ ინტერესს პოზიტიურ ჭრილში, რადგან ის, რომ მათ სურთ პირველი წყაროდან მიიღონ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც რეალურად არსებობს, ნიშნავს მათ სურვილს, რომ გაერკვნენ ვითარებაში და შესაბამისად ხელი შეუწყონ ურთიერთობების  პოზიტიურ ჭრილში განვითარებას“-განაცხადა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.