ის „ენჯეოები“, რომლებიც დღეს არღვევენ და არ ემორჩილებიან „გამჭვირვალობის კანონს“, ის დონორები, რომლებიც ცდილობენ და ქმნიან გვერდის ავლის სქემებს, არღვევენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, – განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს კანონი არის მოქმედი და კანონს უნდა დაემორჩილოთ.
მთელი პარადოქსი იმაშია, რომ საქართველოს აბრალებენ სანქციების გვერდის ავლას ეს „ენჯეოები“ და ის დონორები და დღეს თავად ცდილობენ გვერდი აუარონ სანქციებს, ვგულისხმობ საკანონდებლო რეგულაციებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
Facebook Comments Box











