Uncategorized

სეს-მა არუნ ხათრი 500 ლარით დააჯარიმა 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი 500 ლარით დააჯარიმა.

ამის შესახებ სეს-ის დოკუმენტში ვკითხულობთ:

„სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ადგილზე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს: ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, გამოვლინდა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევის ფაქტი, რის გამოც ბიზნესოპერატორი სურსათს/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 66-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საქმიანობა რეგისტრაციამდე“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა