საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნაც-ლიბერალური სექტის შეტევაც არის სრულად ლოგიკური მოცემულობა. მათთვის არა ნაკრების, როგორც ქვეყნის კოლექტიური სახის, არამედ იმ ინდივიდების გულშემატკივრობაა მნიშვნელოვანი, რომლებიც მათთვის მისაღებ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებენ, – ამის შესახებ კინოკრიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, აბსურდია ის მოსაზრება, თითქოს ნაკრებმა იმიტომ ვერ მოუგო თურქეთს და ესპანეთს, რომ “ნაცები” აღარ გულშემატკივრობენ, რადგან ნაკრებს ისინი არც არასოდეს ედგნენ გვერდში და ცალკეულ ფეხბურთელებს ყოველთვის ლანძღავდნენ, ვინაიდან, პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებდნენ.
ოდიშარია მადლობას უხდის ნაკრების ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, პერსონალს და ფეხბურთის ფედერციას, რომელთა კოლეტიური შრომის შედეგად საქართველომ დიდი სიხარულის წუთები გამოიარა და რომლის გამოც ასეთი მძიმეა ხოლმე წარუმატებელი შედეგი. მისივე თქმით, ერგული გულშემატკივარი, ყოველთვის ნაკრების გვერდში იქნება.
“იმ ფაქტს, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე მესამე ადგილზე გავიდა, აქვს სრულად ლოგიკური მიზეზები. სამწუხაროდ, მოგვიწია ტრამვირებული კიტეიშვილის და ჩაკვეტაძის გარეშე დაწყება (ტრამვიდან დაბრუნებულმა კიტეიშვილმა ფორმაში ჩადგომა ბოლომდე ვერ მოახერხა), სათადარიგოთა სკამზე არ გვაქვს ის სიღრმე, რომ ძირითადის საკვანძო ფეხბურთელების დანაკლისი სრულყოფილად შევავსოთ, დაცვის ხაზი ყველაზე პრობლემური ნაწილია, სუპერკომპლექტაციის ესპანეთთან, რომელიც ხუთი ძირითადის ფეხბურთელის გარეშეც კი უმაღლესი დონის ნაკრებია, ისიც მიღწევაა, რომ თურქეთის მსგავსად 6-0 არ დავმარცხდით. თურქეთი ამ მომენტისთვის ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდა, რადგან გუნდის გადაწყობა არ დასჭირვებიათ, თუმცა პირველ თამაშში მათთანაც მოახერხა ჩვენმა ნაკრებმა ღირსეული მეორე ტაიმის ჩატარება.
რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, ბულგარეთთან ყოველგვარი მოტივაციის გრეშე, იმ ცოდნით, რომ ჩვენთვის უკვე აღარაფერი იცვლებოდა, მენტალობამაც იმოქმედა და ზემოთთქმულმა დაცვის ხაზის პრობლემამაც. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნაც-ლიბერალური სექტის შეტევაც არის სრულად ლოგიკური მოცემულობა. მათთვის არა ნაკრების, როგორც ქვეყნის კოლექტიური სახის, არამედ იმ ინდივიდების გულშემატკივრობაა მნიშვნელოვანი, რომლებიც მათთვის მისაღებ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებენ. კვარაცხელიას ესენი მაშინაც ლანძღავდნენ, როცა ევროპაზე გავედით, მხოლოდ იმიტომ რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებდა.
მამარდაშვილს მაშინაც ლანძღავდნენ, როდესაც ჩეხეთთან გაუვალ ციხესიმაგრედ იდგა, იმიტომ რომ პოლიტიკური მოწოდებები არ გააკეთა, კიტეიშვილს, ლოჩოშვილს, კაკაბაძეს და გველესიანს ქართული ოცნების კლიპში გამოჩენამდეც ამუნათებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლუციურ აქტივიზმს არ უჭერდნენ მხარს. ბუდუსაც მხოლოდ იმიტომ აქებდნენ, რომ ერთხელ მათთვის მოსაწონი კომენტარი გააკეთა ინტერვიუში, თორემ ახლა ისიც აღარ ახსოვთ, რადგან ამ მიმართულებით დივიდენდს ვეღარ ხედავენ. ამიტომ, ის აბსურდი, თითქოს ნაკრებმა იმიტომ ვერ მოუგო თურქეთს და ესპანეთს, რომ ნაცები აღარ გულშემატკივრობენ, ისეთი აბსურდია, კომენტარსაც არ იმსახურებს, რადგან ნაკრებს ისინი არც არასოდეს ედგნენ გვერდში, პოლიტიკურ განცხადებებს, კი ბატონო. მე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენი ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს, პერსონალს და ფეხბურთის ფედერციას, რომელთა კოლეტიური შრომის შედეგად ჩვენ უდიდესი სიხარულის წუთები გამოვიარეთ და რომლის გამოც ასეთი მძიმეა ხოლმე წარუმატებელი შედეგი, რადგნ მათ მოგვცეს რწმენა და იმედი იმისა, რომ მსოფლიო ფეხბურთში ჩვენ ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. ნაკრები შემდეგ წელს აუცილებლად დაბრუნდება და იტყვის თავის ღირსეულ სიტყვას, ამ გზაზე იქნება მარცხიც და გამარჯვებაც და ორივეს დროს, ჩვენ, ის გულშემატკივრები, ვინც საქართველოს ნაკრებს ვქომაგობთ და არა ცალკეული პერსონების პოლიტიკურ პრეფერენციებს, მათ გვერდში ვიქნებით, თანაზიარი სიხარულშიც და მწუხარებაშიც.” – წერს ბაჩო ოდიშარია











