პოლიტიკა

ლევან მახაშვილი „ლელოზე“: იაფფასიანი განცხადებებით, ემოციებზე თამაშით იყენებენ ადამიანებს – არანაირი მეჩეთი, ერთადერთი რაც იგეგმება, ეს არის კომერციული სივრცეები, სასტუმროები, სახლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების, ქართული კომპანიების მიერ იქნება აშენებული

არაფერი აღარ არის მათგან გასაკვირი. სამწუხაროა უბრალოდ, რომ თავის დროზე თავს ისე პოზიციონირებდნენ, რომ წარმოადგენდნენ კონსტრუქციულ პოლიტიკურ ორგანიზაციას გადაიქცნენ იაფფასიან პროპაგანდისტებად, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან, – ასე ეხმიანება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის მიერ, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც მას აქვს ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება მეჩეთების მშენებლობა.

მახაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებას იაფფასიანს უწოდებს და აცხადებს, რომ „ლელო“ საქართველოს მოსახლეობის ემოციებს იყენებს.

„ასეთი იაფფასიანი განცხადებებით ემოციებზე თამაშით, აქ არგუმენტებზე და არგუმენტირებულ კრიტიკაზე საუბარი ზედმეტია, აქ არის ჩვეულებრივი ემოციები, სიტყვების სროლა იმ თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების ნაწილისთვის და სწორედ ამიტომ იყენებენ ადმიანებს, მათ ემოციებს. რა თქმა უნდა, არა! არანაირი მეჩეთი და რაიმე ქალაქების აშენება ამდაგვარი აქ არ იგეგმება, ერთადერთი რაც იგეგმება ამ ადგილზე ეს არის კომერციული სივრცეები, სასტუმროები, სახლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების, ქართული კომპანიების მიერ იქნება აშენებული“,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა