Uncategorized

მაურიციო კატელანის ოქროს უნიტაზი აუქციონზე $12,1 მილიონად გაყიდეს

იტალიელი არტისტის, მაურიციო კატელანის ქანდაკება „ამერიკა“, რომელიც ოქროს უნიტაზს წარმოადგენს, Sotheby’s-ს აუქციონზე $12,1 მილიონად გაიყიდა.

უნიტაზი, რომლის წონაც 101 კილოგრამია, 18-კარატიანი ოქროსგან არის შესრულებული. ექსპერტები ნამუშევარს 10 მილიონ დოლარად აფასებენ.

Sotheby’s-ში აღნიშნავენ, რომ ეს „ამერიკის“ ერთადერთი შემორჩენილი ვერსიაა. კატელანის კიდევ ერთი ოქროს უნიტაზი ნიუ-იორკში, გუგენჰაიმის მუზეუმში იყო დამონტაჟებული, სადაც 1 წლის განმავლობაში ის 100 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა. 2019 წელს ეს ვერსია დიდ ბრიტანეთში, ბლენჰეიმის სასახლეში გადაიტანეს, სადაც დამონტაჟებიდან 2 დღეში მოიპარეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა