პოლიტიკა

„კიდევ ერთი ზარუცკაია“: მამაკაცმა ჩიკაგოში მატარებლის მგზავრი ქალი დაწვა

აშშ-ში, 50 წლის ლოურენს რიდს ბრალი ტერორიზმში წაუყენეს ჩიკაგოს მეტროში 26 წლის გოგონაზე თავდასხმის შემდეგ. რიდი მიუახლოვდა მას და ბოთლიდან აალებადი სითხე გადაასხა. დაზარალებულმა გაქცევა სცადა, მაგრამ რიდი დაეწია და ცეცხლი წაუკიდა.

პოლიციის განცხადებით, ცეცხლმოკიდებულმა გოგონამ შეძლო მატარებლიდან გამოსვლა. ის პლატფორმაზე დაეცა, სადაც სხვა მგზავრებმა დახმარება აღმოუჩინეს. დაზარალებული გადარჩა, მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გამოძიების მიხედვით, რიდმა დანაშაულამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე ავტოგასამართ სადგურზე ბენზინი იყიდა. თავდასხმის შემდეგ კი, მიიმალა. რიდი მეორე დღეს  დააკავეს. ABC7-ის ცნობით, რიდს კრიმინალური წარსული აქვს. მას სამუდამო პატიმრობა  ემუქრება.


ხელისუფლება აღნიშნავს, რომ თავდასხმა არაპროვოცირებული იყო, ხოლო თეთრ სახლში ის უკვე შეადარეს ჩრდილოეთ კაროლინაში უკრაინელი ლტოლვილის მკვლელობას.

„დემოკრატების კონტროლის ქვეშ მყოფმა ქალაქებმა არ უნდა დაუშვან კიდევ ერთი ირინა ზარუცკაიას შემთხვევა“, – განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა შონ დაფიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა