ესპანეთის ქალაქ ლინარესში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართა. მსოფლიოს პირველობაზე მერი არაბიძემ მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, ლელა ჯავახიშვილმა კი – მცირე ვერცხლის.
მერი არაბიძემ ოქრო მეოთხე დაფაზე მოიპოვა. ლელა ჯავახიშვილმა კი შედეგი მეორე დაფაზე აჩვენა.
ქართველი მოჭადრაკეები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობდნენ.
Facebook Comments Box











