Uncategorized

თენგიზ შარმანაშვილი „იმედის კვირის“ ექსკლუზივზე: თუ კიდევ ვერ დარწმუნდნენ, რომ საქართველოს სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და ვერანაირ ისეთ სქემას ვერ მოიფიქრებენ, რომელიც ჩვენი ყურადღების ქვეშ არ მოექცევა, ძალიან ცდებიან

თუ კიდევ ვერ დარწმუნდნენ, რომ საქართველოს სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, მისი უსაფრთხოება საკმაოდ მაღალ დონეზეა დაცული და ვერანაირ ისეთ სქემას ვერ მოიფიქრებენ, რომელიც ჩვენი ყურადღების ქვეშ ვერ მოექცევა, ძალიან ცდებიან, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა „იმედის კვირის“ ექსკლუზიურ ინფორმაციას. საუბარია ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომლის ფარგლებშიც „იმედის კვირამ“ მოიპოვა დოკუმენტები გაშიფრული მასშტაბური სქემისა, თუ როგორ მოქმედებენ ონლაინ მედიები ხელოვნური პროტესტის შენარჩუნებისთვის.

„მიზანი მხოლოდ ერთია, შექმნან დესტაბილიზაცია საქართველოში. ამაში ჩათრეული ჰყავთ გარკვეული ტიპის უმაღლესი სასწავლებლები, ონლაინ მედიის ფართო ქსელი, რაც მომთაბარეთა შემოსევას მოგაგონებთ. თუ კიდევ ვერ დარწმუნდნენ, რომ საქართველოს სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, მისი უსაფრთხოება საკმაოდ მაღალ დონეზეა დაცული და ვერანაირ ისეთ სქემას ვერ მოიფიქრებენ, რომელიც ჩვენი ყურადღების ქვეშ ვერ მოექცევა, ძალიან ცდებიან. ვურჩევ გაიაზრონ ვინ ხელმძღვანელობს დღეს საქართველოს უსაფრთხოების სისტემას და მიხვდებიან, რომ აზრს კარგავს ასეთი შემოვლითი გზების ძებნა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

„იმედის კვირის“ ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სასურველი ფარული გავლენის კამპანიების და სხვა ფსიქოლოგიურ-საინფორმაციო ღონისძიებისთვის, „ჯიპას უნივერსიტეტის“ ჩართულობით საქართველოში შექმნილია 800-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი, ონლაინ-მედიებისა და ე.წ გამომძიებელი ჟურნალისტებისგან შემდგარი ქსელი. ისინი სპეცსამსახურების დამუშავებული გეგმის მიხედვით ფუნქციონირებენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა