მან ძალიან კარგად იცის და არამარტო მან ნატოში, რომ მათივე ინსტიტუტების შეფასებით საქართველო წლებია მზად არის ნატოში გასაწევრიანებლად, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მარკ რუტეს განცხადება.
კერძოდ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ რადიო „თავისუფლების“ კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანა, თქვა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატოს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება.
მაჭარაშვილის თქმით, არაწევრი ქვეყანა საქართველო ნატოს ჯარებში, სამშვიდობო მისიებში ისეთი მასშტაბებით მონაწილეობდა და ისეთი ხარისხით, რომ ვერცერთი სხვა ქვეყანა ვერ შეედრებოდა, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნები.
„ახლა საუბრობს იმაზე, თუ სურვილი აქვთ, იმეცადინონ და ა.შ?“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.











