საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებას ეხმაურება.
მისი თქმით, ეს არის ნათელი მაგალითი თუ რა მიდგომები აქვს ევროკავშირს.
„ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც მუდმივად მოედინება ევროკავშირიდან, ბუნებრივია, ევროსკეპტიციზმის საფუძველს ქმნის ჩვენს საზოგადოებაში. გამჭვირვალობა მათი აზრით იყო საქართველოსთვის მიუღწეველი ბენეფიტი, ხოლო მათთვის, ევროკავშირში გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. ამიტომაც ისინი იღებენ რეგულაციებს, ხოლო ჩვენს ქვეყანას აძაგებენ იმის გამო, რომ ზუსტად ანალოგიური რეგულაციები იყო თავის დროზე მიღებული ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ევროკავშირმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა – ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.











