Uncategorized

The NYT: ევროპელმა ლიდერებმა ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესახებ მედიიდან გაიგეს

ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესახებ ინფორმაცია მედიიდან გაიგეს.

New York Times-ი წერს, რომ გერმანიის კანცლერი გაოგნებული იყო არა მხოლოდ გეგმის შინაარსით, არამედ იმ ფაქტითაც, რომ ის სტატიებში ამოიკითხა. გამოცემის ცნობით, ფრიდრიხ მერცის გუნდი თეთრ სახლს რამდენჯერმე დაუკავშირდა, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი დაეგეგმათ.

ამერიკული მედია 16 მაღალჩინოსანთან გასაუბრების საფუძველზე წერს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ევროპა განზე გაწია, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ევროკავშირი ორ მეტოქე ძალაუფლებას შორის შევიწროებულია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა