პოლიტიკა

POLITICO: ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს

J

სამშვიდობო მოლაპარაკებები აშშ-სა და უკრაინას შორის შეფერხდა ერთი მთავარი საკითხის გამო – როგორ აიძულონ უკრაინა, დათმოს ის, რისი ხელში ჩაგდებაც კრემლმა ვერ შეძლო ომის დროს – დონბასის რეგიონი, – წერს გამოცემა POLITICO ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით. 

„ტერიტორიების საკითხს ამერიკელები მარტივად უდგებიან: რუსეთი უკრაინას ტერიტორიების დათმობას სთხოვს, ამერიკელები კი სულ იმაზე ფიქრობენ, როგორ მოახერხონ ეს“, – განუცხადა POLITICO-ს მოლაპარაკებების პროცესში ჩახედულმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.

„ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს… ასე თუ ისე“, – დასძინა ოფიციალურმა პირმა.

უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება არსებულ ხაზებზე ომის გაყინვას უნდა გულისხმობდეს. ამჟამად დონბასის დაახლოებით 30 პროცენტი კვლავ უკრაინის ხელშია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა