აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ამბობს, რომ ტელეარხი CNN უნდა გაიყიდოს.
ის ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ამჟამად CNN-ს მართავენ და რომლებიც არაკეთილსინდისიერ ადამიანთა ჯგუფს წარმოადგენენ, აღარ უნდა მიეცეთ კომპანიის მართვის გაგრძელების უფლება.
“ვფიქრობ, რომ ადამიანებს, რომლებმაც CNN-ი გაანადგურეს, (სხვათა შორის, არავინ უყურებს, ძალიან ცოტა ადამიანი უყურებს), ტელეარხის მართვის უფლება აღარ უნდა მიეცეთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი შეთანხმება გარანტირებული უნდა იყოს. CNN-ი უნდა იყოს შეთანხმების ნაწილი, ან ცალკე გაიყიდოს. არ მგონია, რომ თაღლითი ადამიანების ჯგუფმა, რომელიც ამჟამად კომპანიას მართავს, მოღვაწეობა უნდა გააგრძელოს. ვფიქრობ, რომ CNN-ი უნდა გაიყიდოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
Facebook Comments Box











