პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გიორგი გახარიას პარტიის გამოხმაურებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „გახარიას “აქენსელებენ” გახარიები?! მარტივი მამრავლების პრინციპი გამახსენდა…“- წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა სოფო ხორგუანმა, გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საყვედური თქვა და ითხოვა, რომ „გახარიებით“ არ მოიხსენიონ პარტია, დღეს კი პარტია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა, სადაც აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ვერ უზრუნველყო პროპორციული ძალების გამოყენება 20 ივნისს.
„გახარიას “აქენსელებენ” გახარიები?!… გუშინ სოფო ხორგუანმა საყვედური თქვა პარლამენტში – გახარიებს ნუ გვეძახითო და დღეს, სტრასბურგის გადაწყვეტილებას აბსოლუტურად დაეთანხმნენ – სამინისტრომ გახარიას ხელმძღვანელობით ვერ უზრუნველყო პროპორციული ძალის გამოყენებაო…
P.S. მარტივი მამრავლის პრინციპი გამახსენდა…“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.











