სამართალი

“მოვიგეთ ფეოლა! 1 ლარი დაეკისრა მოქალაქე ბაბუცას”– თამარ ჩერგოლეიშვილი 

 თამარ ჩერგოლეიშვილმა ბაია პატარაიას სასამართლო დავა მოუგო.

ფედერალისტების ლიდერი სოციალურ ქსელში წერს: “მოვიგეთ ფეოლა! 1 ლარი დაეკისრა მოქალაქე ბაბუცას. “გიგაზე ამბობენ, რომ ფული აიღო ბიძინასგან”–  ნაწილი არ დამიკმაყოფილა მხოლოდ, რადგან სხვებს ეყრდნობოდა და მაგას გავასაჩივრებ – ბოლომდე!

თამარ ჩერგოლეიშვილი ბაია პატარაიასგან ცილისწამების საჯაროდ აღიარებასა და ბოდიშს შემდეგ ბრალდებებზე ითხოვდა: “მიშას კრიტიკის გამო ტაბულადან ბლოგერებს ყრიდნენ”, “იძულების წესით სილქნეტს შეტენილი ჰქონდა მისი ჟურნალების დარიგება/გაყიდვა”, “მომხმარებელი, რომელსაც არ უნდოდა ტაბულა და უნდოდა სილკტივი, ვერ აცალკევებდა ამ ორს”, “სამინისტროები ვალდებულები იყვნენ, ეყიდათ ტაბულას დიდი რაოდენობით ჟურნალი, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინტერესი”, “კეზერას, ანუ თავდაცვის სამინისტროს ვერტალოტებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს”, “ასევე ბევრი ირწმუნებს, რომ ბიძინასგან აღებული ფულის გამო დაშალა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობა პირველად. ოღონდ, იდეურ განხეთქილებად გაასაღა ეს თავისსავე პარტიაში”,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა