პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ევროკავშირს, ნებსით და უნებლიეთ, ანგრევს და ოლიგარქიული კლანების მმართველობის ქვეშ ჩასაბარებლად ამზადებს ორი ჯგუფი. კორუფციული, რომლის სათავეშია ურსულა ფონ დერ ლაიენი და “სასარგებლო იდიოტების” როლის გამთამაშებლები – კაია კალასის და მარტა კოსის მეთაურობით“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ევრობიუროკრატებისთვის საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მხოლოდ ტაქტიკური ელემენტებია, „დიფ სთეითის“ დავალებების შესასრულებლად.
„გამორიცხულია შვილებს, და განსაკუთრებით გოგონებს, თავისი მამები რაღაც უფრო განსხვავებული სიყვარულით არ უყვარდეთ. დედებს არ ეწყინოთ, ვიცი, რასაც ვიძახი. ხოლო, როდესაც მამა მთელი ცხოვრება სლოვენიის КГБ-ს მაღალჩინოსანი იყო, შანსი არაა მისი “ავატარი” შენში არ ჩასახულიყო, როგორც ეს მარტა კოსის შემთხვევაშია, დიდი ალბათობით. დღეს ევროკავშირს, ნებსით და უნებლიეთ, ანგრევს და ოლიგარქიული კლანების მმართველობის ქვეშ ჩასაბარებლად ამზადებს ორი ჯგუფი. კორუფციული, რომლის სათავეშია ურსულა ფონ დერ ლაიენი და “სასარგებლო იდიოტების” როლის გამთამაშებლები – კაია კალასის და მარტა კოსის მეთაურობით. წარსულში КГБ-ს ნომენკლატურის დანარჩენი პირმშოები, კუბილიუსი იქნება ეს თუ იუკნევიჩიანე, КПСС-ის წევრი ნაუსედა თუ სხვები, საკუთარ ამოცანას წარმატებულად უმკლავდებიან. მათ გათვლებში საქართველო, უკრაინა თუ მოლდოვა მხოლოდ ტაქტიკის ელემენტებია. სტრატეგია ბრიუსელისთვის “ბაბილონის” თუ “კართაგენის” სცენარის განვითარებაა იმ “დიფ სთეითის” დავალების თანახმად, რომელშიც მათი წარმომავლობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ჩანერგილებიც იყვნენ. ასე რომ, ამ “სამეფო კარის” თუ ჯაშუშურ თამაშებში საქართველოს არაფერი ესაქმება. ჩვენ გარედან დავათვალიერებთ იმ პროცესების კომპლექსურ მსხვრევას, რომლებიც უჩვენოდ, ჩვენ თვალწინ ვითარდება. “ტიტანიკზე” დაგვიანება მადლია ჩვენთვის,“- წერს დავით ქართველიშვილი.
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ამ “სამეფო კარის” თუ ჯაშუშურ თამაშებში საქართველოს არაფერი ესაქმება. ჩვენ გარედან დავათვალიერებთ იმ პროცესების კომპლექსურ მსხვრევას, რომლებიც უჩვენოდ, ჩვენ თვალწინ ვითარდება
Facebook Comments Box










