პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი – ევროკავშირი ემსგავსება საბჭოთა კავშირს, გაწევრიანება თუ გინდა, უფლება არ გაქვს ხმის ამოღების, აშშ კი მათ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს, რაც არათანაბარი დამოკიდებულების მაგალითია

ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს, გაწევრიანება თუ გინდა, უფლება არ გაქვს ხმის ამოღების, ევროკავშირის გაკრიტიკების, ამ დროს კი, აშშ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის არათანაბარი დამოკიდებულების მაგალითი.

„ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს მაშინ, როცა საზოგადოებას პატრიცებად და პლებეებად ჰყოფენ.  ევროკავშირში გაწევრიანება თუ გინდა, უფლება არ გაქვს ხმის ამოღების, ევროკავშირის გაკრიტიკების. ამ დროს კი, ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს და პირდაპირ უთითებს იმ მდარე პოლიტიკაზე, რაც, სამწუხაროდ, მათ აქვთ. ასევე ფინალზეც მიუთითებს, სადაც ევროკავშირს არსებული პოლიტიკა მიიყვანს. ეს არის არათანაბარი დამოკიდებულების მაგალითი, რაც კაია კალასმა საზოგადოებას აჩვენა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა