პოლიტიკა

ოდიშარია: გემახსოვრებათ „ამირანთან“ გამართულ აქციაზე ხანშიშესული კაცი რომ აცხადებდა, ეს ფილმი თუ გავა, სახლში ცოცხალი არ წავალო. მაშინ მთელმა ლიბერალურმა ბაბლმა ჰომოფობი ეძახა და დასცინა. დღეს იმავე კაცმა, სიონში, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ლიბერალურმა ბაბლმა, გმირად გამოაცხადა

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სიონის ტაძარში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და კინოთეატრ „ამირანთან“ გამართული აქცია გაიხსენა, როდესაც ხანშიშესული კაცი აცხადებდა, რომ თუ ფილმი კინოთეატრში გავიდოდა, სახლში ცოცხალი არ წავიდოდა.

მისი თქმით, ლიბერალურმა ბაბლმა აღნიშნულ პიროვნებას ჰომოფობი ეძახა, დასცინა, ბნელი, მოძალადე, რუსი და მათ ზეპირსიტყვიერებაში არსებული მწირი მარაგის ყველა დამაკნინებელი იარლიყი მიაკრა, ხოლო დღეს იმავე კაცმა, სიონში, პარაკლისზე, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ლიბერალურმა ბაბლმა გმირად გამოაცხადა. ქართველი ლიბერალი, ყოვლად უკონცეფციო, ღირებულებებისგან დაცლილი, უმორალო და ორსახოვანი მოცემულობაა. და რასაკვირველია, ყველაზე გოიმი.

„გემახსოვრებათ კარიკატურად ქცეული ის ვიდეო, კინო ამირანთან გამართულ აქციაზე ხანშიშესული კაცი რომ აცხადებდა, ეს ფილმი თუ გავა კინოთეატრში, მე სახლში ცოცხალი არ წავალო. სანამ პიროვნებას მოიკვლევდი, იმ ვიდეოთიც მარტივად გასაგები იყო, რომ რთული მენტალური მდგომარეობის ადამიანს ვუყურებდით. მაშინ მთელმა ლიბერალურმა ბაბლმა ჰომოფობი ეძახა, დასცინა, ბნელი, მოძალადე, რუსი და მათ ზეპირსიტყვიერებაში არსებული მწირი მარაგის ყველა დამაკნინებელი იარლიყი მიაკრა. დღეს იმავე კაცმა, სიონში, პარაკლისზე, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ლიბერალურმა ბაბლმა, რომლისთვისაც ის იყო რუსი, ბნელი, მოძალადე, დასაცინი და სალანძღავი, გმირად გამოაცხადა. მოკლედ, ქართველი ლიბერალი, ყოვლად უკონცეფციო, ღირებულებებისგან დაცლილი, უმორალო და ორსახოვანი მოცემულობაა. და რასაკვირველია, ყველაზე გოიმი“- წერს ოდიშარია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.