უცხოური მედია

ბორის ჯონსონი: არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო

„2016 წლიდან 2022 წლამდე ნატოს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას ვესწრებოდი და არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო,” – ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისი განმარტებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერ წინადადებას შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და სხვა სახელმწიფოები ვეტოს დაადებდნენ.

“ნებისმიერ ასეთ წინადადებას [უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე] დაუყოვნებლივ ვეტოს დაადებდა საფრანგეთი, გერმანია, აშშ და მრავალი სხვა ქვეყანა. ეს იქნებოდა ერთსულოვანი, სრული უარყოფა.“ – აღნიშნა ბორის ჯონსონმა ნორვეგიაში, ჰოლბერგის ყოველწლიურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა